მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 სექტემბრიდან იწყება

0
920

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდისათვის დღეიდან დაიწყება და 16 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ინფორმაციით, გამოცდას აპლიკანტები იანვარში ჩააბარებენ. გამოცდები ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს: პრაქტიკის მასწავლებელს; ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული (შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის) აკადემიური ხარისხის მქონე პირს; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
აპლიკანტებს დარეგისტრირების საშუალება აქვთ ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.
გამოცდები ჩატარდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია; გეოგრაფია; სამოქალაქო განათლება; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლიდან პედაგოგებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ. მუსიკისა და სპორტის მასწავლებლები გამოცდებისათვის რეგისტრაციას გაზაფხულზე შეძლებენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here