Google-მა თურქული სკოლის მასწავლებელი მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა

0
858

 

ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ თუზლის თურქული კოლეჯის პედაგოგი აიდან მეიდანი, Google-ის მხრიდან მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. აიდან მასწავლებელს ჯილდო მისმა თაყვანისმცემელმა მოსწავლეებმა გადასცეს.

Google-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჯილდოს გადაცემამდე იქ მყოფმა სტუმრებმა აიდან მეიდანისა და მისი მოსწავლეების შესახებ მომზადებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს უყურენ. მოკლემეტრაჟიან ფილმში საუბრისას მასწავლებელმა აღნიშნავს, რომ სწავლების ხელოვნება, აღმოჩენის ხელშემწყობი ხელოვნებაა და ახალ თაობაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. ასევე მასწავლებელი თავის გამოსვლაში “მე ვარ მასწავლებელი, რადგან მსოფლიოს შეცვლა მინდა და მე მჯერა, რომ მსოფლიოს შეცვლა ადამიანების შეცვლით იწყება. პატარა განსხვავებების მიუხედავად, თუ მოვისურვებთ თუნდაც ერთი ადამიანით დავიწყოთ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია.”-განაცხადა აიდან მეიდანმა. ცერემონიის დასასრულს აიდან მასწავლებელს ჯილდო დიდი სიხარულითა და სიამაყით მისმა თაყვანისმცემელმა მოსწავლეებმა გადასცეს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here