თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

0
939

თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კრწანისის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამსახურდიას II კვარტლის, იოსებიძის და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მირცხულავას, აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის და ღამბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზარზმის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here