ევროპული სიმბოლური მესის და რონალდუს გარეშე

0
823

ევროპის სპორტულ გამოცემათა ასოციაციამ (ESM) კონტინენტის ეროვნული ჩემპიონატების სექტემბრის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც ამჯერად ვერ მოხვდნენ “ბარსელონას” და “რეალის” ლიდერები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. სიაში კატალონიური გრანდი საერთოდ არაა წარმოდგენილი, ხოლო “რეალს” ორი წარმომადგენელი ჰყავს. ყველაზე მეტი, 3 ფეხბურთელი “დორტმუნდიდანაა”, ხოლო ყველაზე მეტი ხმა “ბაიერნის” პოლონელმა შემტევმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და გასულ თვეში უხვგოლიანობით არაერთი რეკორდი დაამყარა.

როგორც “სპორტ-ექსპრესი” იტყობინება, სექტემბრის სიმბოლური ნაკრები ასე დაკომპლექტდა:

კეილორ ნავასი (“რეალი”, 10 ხმა); ფლორენცი (“რომა”, 4), გინტერი (“დორტმუნდი”, 4), ჰუმელსი (“დორტმუნდი”, 5), მარსელო (“რეალი”, 8); დუგლას კოსტა (“ბაიერნი”, 7), ანხელ დი მარია (პსჟ, 4), ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, 13); ობამეიანგი (“დორტმუნდი”, 6), ნოლიტო (“სელტა”, 6), მარტიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 6).

ESM-ის ტრადიციულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ: World Soccer (ინგლისი), Fanatik (თურქეთი), Tipsbladet (დანია), Marca (ესპანეთი), ELF Voetbal (ჰოლანდია), Kicker (გერმანია), A Bola (პორტუგალია), De Telegraaf (ჰოლანდია), So Foot (საფრანგეთი), Sport/Voetbal Magazine (ბელგია), Frankfurter Allgemeine (გერმანია), Nemzeti Sport (უნგრეთი), Goal News (საბერძნეთი), Sport-express (რუსეთი).

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here