საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

0
781

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში  გახსნილ სამძიმრის წიგნში, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო,  ჩანაწერი დატოვა.

სახელმწიფოს მეთაურმა  თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს პირადად მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა თურქეთის ხელისუფლებას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ თურქ ხალხს.

ქვეყნის პირველმა პირმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი 10 ოქტომბერს გაუგზავნა.

10 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ანკარაში, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე, განხორციელებული ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 97 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here