ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

0
560

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვზე ავრცელებს.
“გუშინ საღამოს, მოსკოვს სამუშაო ვიზიტით სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ეწვია. გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიწრო და გაფართოვებულ ფორმატში”, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ორი სახელმწიფოს ლიდერმა სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაზე, “ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაზე” და სხვა საკითხებზე იმსჯელა.
“პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სირიაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე”, – აღნიშნა პესკოვმა.
როგორც “რია ნოვოსტი” წერს, პუტინის პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა საუბარი ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკურ მომავალზე.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here