გიორგი მღებრიშვილი მომსახურების სააგენტოს განვითარების სტრატეგიას გაეცნო

0
764

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუსთავში შსს-ს მომსახურების სააგენტოს ეწვია და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო.

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიზანდარმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და სააგენტოს განვითარების გეგმა წარუდგინა.

„მიმაჩნია, რომ მომსახურების სააგენტოს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ იყოს ფლაგმანი სახელმწიფო სერვისების სფეროში. სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, ჩვენს მოსახლეობას ბევრ სიახლეს შევთავაზებთ, რაც მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს,“ – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here