ირაკლი ღარიბაშვილი – რაც “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხდება, ამაში მთავრობის ჩართულობა აბსოლუტურად გამორიცხულია

0
625

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, რაც ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, ამაში მთავრობის ჩართულობა არის აბსოლუტურად გამორიცხული, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
“ჩვენთვის მთავარი პრინციპი არ იცვლება, ეს არის მედიის თავისუფლება. ის, რაც ხდება “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ ამაში მთავრობის ჩართულობა არის აბსოლუტურად გამორიცხული. ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის, სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშმა 3 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია მის მთავრობასთან სამართალს, ვერ აღიდგინა დარღვეული უფლებები, ვერ დაიბრუნა წართმეული ქონება.
“იმიტომ, რომ ჩვენ ასე მიგვაჩნდა და მიგვაჩნია ხელისუფლების ჩარევა ნებისმიერი ფორმით ისეთ საკითხებში, რომელიც უკავშირდება მედიის საქმიანობას, არის ყოვლად მიუღებელი. სწორედ ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენი მთავრობის პოზიციას, რომ ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში არის აბსოლუტურად გამორიცხული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ის მოუწოდებს ყველას, რომ დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და ამის შემდეგ მხარეებს ექნებათ საშუალება და უფლება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
“ჩვენ ვუზრუნველვყობთ მშვიდ და სტაბილურ გარემოს ყველგან და არც ერთ მხარეს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის საშუალებას”, – განაცხადა პრემიერმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here