მთის კანონის ამოქმედება 2016 წლის 1 იანვრიდან იგეგმება

0
737

მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, კანონი უნდა ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან და ძირითადი ამოცანა და მიზანი არის, რომ ამ თარიღამდე განიხილონ და საქართველოს მთავრობას უკვე სარეკომენდაციოდ წარუდგინონ ყველა კანონქვემდებარე აქტი, რომელიც მოქმედების შემდეგ, შესაძლებლობას მისცემს კანონს, რომ იგი იყოს ქმედითი და შემდგომში მოხდეს მისი ადმინისტრირება.
მისივე თქმით, დღეს იყო განხილული ზოგიერთი კრიტერიუმი მათ შორის, გამონაკლისის შემთხევევები.
„თქვენ იცით, რომ 1500 მეტრის ზევით ეს შეღავათები სოფლებს პირდადპირ ენიჭება, მაგრამ 800-1500 მეტრამდე იქ არის დამატებითი კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს დასახლებულმა პუნქტმა იმისთვის, რომ შემდგომში უკვე საქართველოს მთავრობამ თავისი დადგენილებით მიიღოს ეს გამონაკლისი. დღეს ამაზე ვიმსჯელეთ. შევთანხმდით, რომ სამუშაო რეჟიმში აღნიშნულზე მუშაობა კიდევ გაგრძელდება. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ის დადგენილება, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიიღებს აღნიშნული კანონის ქვეშ, იყოს ძალიან გამჭვირვალე და ადმინისტრირებდი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, აღნიშნული შეეხება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს.
„კომპანიების ნაწილში ჩვენ დამატებით კიდევ გვექნება შეხვედრები. დღეს მხოლოდ გაჟღერდა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რომელი უფლებამოსილი ორგანო მიანიჭებს მთის კომპანიის სტატუსს და ვიმსჯელეთ, რომ ეს შეიძლება იყოს ფინანსთა ან ეკონომიკის სამინისტოები“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე – რატომ უნდა იყოს მომხიბვლელი მთაში ბიზნესის გაკეთება, როგორც მინისტრმა განაცხადა, იქ არის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც სწორედ 1 იანვრიდან ამოქმედდება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here