თბილისის ჯაზ ფესტივალი დღეს დასრულდება

0
833

თბილისის ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფის – Fourplay კონცერტი გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დღეს, თბილისის ივენთ ჰოლში ჯაზ ფესტივალს დაასრულებს ედმარ კასტანედას კონცერტი.
მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალი 23 ოქტომბერს კანადელი მომღერლისა და პიანისტის დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნა. მომდევნო საკონცერტო დღეებში მსმენელის წინაშე ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი და ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო წარდგნენ. 6-დღიანი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, კონცერტი გამართა ასევე ცნობილმა მესაყვირემ ავიშაი კოენმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here