რუსული პრესისგან “ისლამური სახელმწიფო”-სა და თურქეთის ურთიერთობების შესახებ საინტერესო მიმოხილვა

0
766

გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ს ოფიციალური ვებ-გვერდი რუსული გამოცემა „Известия“-ზე დაყრდნობით თურქეთსა და “ისლამური სახელმწიფო”-ს (İSİS) ურთიერთობის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შვილი ბილალ ერდოღანი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”-თან მჭიდრო კავშირშია და თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაშიც მისი ხელი ურევია.

გაზეთ „Известия“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ თურქეთი აპირებს ხელი შეუშალოს რუსეთის ავიადარტყმებს სირიაში, საიდანაც ტერორისტებს თურქეთში იაფი ნავთობი შეაქვთ.

LifeNews-ის ინფორმაციით, თურქეთის მიერ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე იერიშის ნამდვილი მიზეზი შესაძლოა ტერორისტების მიერ თურქეთისთვის მიწოდებული იაფი ნავთობი იყოს.

რუსული გამოცემის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტის შვილი ბილალ ერდოღანი კავშირშია “ისლამურ სახელმწიფოსთან” და ქვეყანაში ნავთობის შემოტანას აკონტროლებს, ამიტომაც, რუსული ავიაციის დარტყმა, მიყენებული ნავთობის მიმწოდებელ ბოევიკებზე, თურქეთის ხელისუფლებისთვის ბოლო ქვეთი აღმოჩნდა.

თურქეთის ხელისუფლების “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირზე მუდმივად საუბრობს ზოგიერთი ექსპერტი, მედიაში კი გავრცელდა ფოტოები, სადაც ქვეყნის ლიდერის მემკვიდრე “ისლამურ სახელმწიფოს” ლიდერებთან ერთად პოზირებს.

“თურქეთი აპირებს ხელი შეუშალოს რუსეთის ავიადარტყმებს სირიაში, საიდანაც ტერორისტებს თურქეთში იაფი ნავთობი შეაქვთ, რუსული თვითმფრინავები კი ბომბავენ ნავთობმზიდებს” – აცხადებს სამხედრო ექსპერტი, სტრატეგიული კონიუნქტურის ცენტრის დირექტორი ივან კონოვალოვი.

რუსეთი იერიშებს აწარმოებს სირიაში ტერორისტების ნავთობის საბადოებზე: ორი დღის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ გაანადგურა ნავთობის შესანახი რეზერვუარები, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბენზინის გადამზიდი სატვირთოების კოლონები.

გასულ დღეებში ისევ რუსულ მედიაში, ქვეყნის ისტორიის ყველაზე გახმაურებული ანტიკორუფციული სპეცოპერაციის დროს ტაიფ ერდოღანსა და მის შვილს შორის სავარაუდო სატელეფონო საუბრები გავრცელდა. უფრო მეტიც, რუსეთში ეროვნული მაუწყებლობის არხმა, Россия 24-მა, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ერდოღანისა და მისი შვილის ბილალ ერდოღანის “ფულის განულებასთან” დაკავშირებით სავარაუდო საელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. აღნიშნულ სავარაუდო საუბრებში ერდოღანების ოჯახში არსებული მილიონობით დოლარის და სხვადასხვა დოკუმენტაციის უფრო უსაფრთხო ადგილზე გადატანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი თავის შვილს მითითებებს აძლევს.

წყარო: http://geworld.ge/NEW/?page=view&art=7427

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here