2015 წელს მსოფლიოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 69 ჟურნალისტი მოკლეს

0
1706

2015 წელს მსოფლიოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 69 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ჟურნალისტების 2/3 მიზანმიმართულად, მათი საქმიანობის გამო მოკლეს.
კიდევ ერთი ანგარიში “რეპორტიორებმა საზღვრის გარეშე” გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, შარშან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 67 ჟურნალისტი დაიღუპა, კიდევ 43 ჟურნალისტის მკვლელობის მოტივი დღემდე უცობია.
გარდა ამისა, წელს დაიღუპა სამოქალაქო ჟურნალისტიკის 27 წარმომადგენელი და მედიასაშუალებების 7 თანამშრომელი.
დაღუპულთა 40% ტერორისტული დაჯგუფებების “ალ-ქაიდასა” და “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა მოკლეს.
ყველაზე საშიში ქვეყანა ჟურნალისტებისთვის კვლავ სირია რჩება. მეორე ადგილზე ერაყია. სიაში მოხვდნენ იემენი, სამხრთ სუდანი, ინდოეთი, მექსიკა და ფილიპინები.
ჟურნალისტებისთვის საშიში ქვეყნების სიაში პირველად საფრანგეთიც მოხვდა, რაც უკავშირდება სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმას.
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” ცნობით, 2005 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 787 ჟურნალისტი დაიღუპა. 54 ჟურნალისტი ტყვეობაში ამ დრომდე რჩება, კიდევ 153 ციხეში იმყოფება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here