“გაზპრომთან” მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება

0
598

“გაზპრომთან” მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

კალაძის განცხადებით, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. “მომდევნო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება. შეხვედრაში მე მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დარგისთვის იქნება მისაღები და მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე არ იქნება ბატონი მილერი და როგორც ვიცი იქნება ქალბატონი ბურმისტროვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ დეტალებს, თუ რა თემაზე იყო და როგორ დასრულდა მოლაპარაკება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა გამორიცხულია. “დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე გაზის ფასის ზრდა არ არის მოსალოდნელი. თქვენ იცით ტენდენცია როგორია, როგორ ეცემა ნავთობის ფასი და გარკვეული თვეების განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასიც მისდევს ვარდნას ნავთობისა და ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ, რომ ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდოს”, – განმარტა მინისტრმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here