გია ვოლსკი – ვის უარი ეთქვა მაჟორიტარობაზე, ვინ ვის ჩაანაცვლებს და ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, არავინ იცის

0
729

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ტყიბულში ელისო ჩაფიძის ოთარ აბესაძით ჩანაცვლების თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ვის უარი ეთქვა მაჟორიტარობაზე, ვინ ვის ჩაანაცვლებს და ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, არავინ იცის.
მისი თქმით, ოთარ აბესაძისა და ელისო ჩაფიძის კანდიდატურების ასეთ კონტექსტში გაანალიზება გამორიცხულია.
„ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ წინასაარჩევნოდ იყოს მეტი სკანდალი და დუღილის მეტი ტემპერატურა. ყველა საკითხი კომპლექსურად უნდა გადაწყდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტულ პირებზე საუბარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ტყიბულს ცალკე მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება, რადგან მოხდა ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების გაერთიანება და ამ ორ რაიონს ერთი მაჟორიტარი ეყოლება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here