თურქეთში უკანონო დაკავებები გრძელდება

0
649

თურქეთში  წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პოლიცია ძებნაში მყოფი ჟურნალისტების, აკადემიკოსებისა და მწერლების ნაცვლად მათი ახლობლების დაკავებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, პროკურორის გადაწყვეტილებით, პოეტი-მწერალი აჰმეთ ოზერის ნაცვლად მისი ქალიშვილი დააკავეს, რომელიც  ხუთი  თვის ბავშვის დედაა.

Samanyolu haber-ის ცნობით, სავარაუდოდ, პოლიციამ ბაქირქოის მთავარი პროკურორის მოადგილის ომერ ფარუკ აიდინერის ბრძანებით, ოზერს ეიუფში მდებარე სახლში მიაკითხა. თურქული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, აჰმეთ ომერი სახლში არ იყო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის წარმომადგენლებს კარი მისმა ადვოკატმა შვილმა, აიშე ბეთულმა გაუღო. პოლიციამ პროკურორის ბრძანებით სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო.

სავარაუდოდ, პროკურორ აიდინერის მიერ მამამისის არ ყოფნის შემთხვევაში მისი შვილის დაკავების ბრძანება იყო გაცემული. პოლიციამ აჰმეთ ოზერის გოგონა დააკავა. პოლიციამ, აჰმეთ ოზერის გოგონა ბავშვთან ერთად პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანა.  ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად პროკურორი, 5 თვის ბავშვის დედის გათავისუფლებას არ აპირებს.

15 ივლისის შემდეგ პროკურატურამ ჟურნალისტ ბიულენთ ქორუჯუს ადგილზე არ ყოფნის გამო, მისი მეუღლე,  5 შვილის დედა დააკავა. ასევე დახურული გაზეთის  Zaman-ის გენერალური დირექტორის ექრემ დუმანლის არ ყოფნის გამო მისი მძღოლი, გაზეთ Today’s Zaman -ის მთავარი რედაქტორის, ბიულენთ ქენეშის ვერ პოვნის გამო კი მისი პედაგოგი ძმა, ხოლო ყოფილი ფეხბურთელისა და დეპუტატის ჰაქან  შუქურის არ ყოფნის გამო მისი მამა დააკავეს.

წყარო: http://www.samanyoluhaber3.com/mafya-usulu-bir-gozalti-daha-haberi/1268071/

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here