საქართველო BBC-ის ობიექტივში

0
789

BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმების გადასაღებად  საქართველოს  კომპანია Edenwood Productions გადამღები ჯგუფი ეწვია. ტურში მონაწილეობას იღებენ  მთავარი პროდიუსერი Lydia Conway და დამხმარე ასისტენტი Benjamin Arnott.

”გადამღები ჯგუფის მონაწილეებმა 2 კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხე დაათავალიერეს.  ჯგუფის წევრებმა გადაიღეს თბილისი, მცხეთა, უფლისციხე ბორჯომი, რაბათი, ვარძია, წყალტუბო, აჭარა, სვანეთი, ზუგდიდი, მარტვილი, ქუთაისი, გორი, კახეთი, ანანური და  ყაზბეგი.  თითო ფილმი ერთსაათიანი იქნება და საქართველოს კულტურას,  ისტორიას, რელიგიას და ტურისტულ  ღირსშესანიშნაობებს მიეძღვნება. ტელეკომპანია BBC-ის ეთერში გასვლის შემდეგ დოკუმენტური ფილმების ნახვა BBC-ის და გავლენიანი გამოცემა The Telegraph-ის  გვერდებზე იქნება შესაძლებელი. www.bbc.co.uk   www.telegraph.co.uk

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here