სასამართლო “პარტიზანი მებაღეებისა” და “საია-ს” ერთობლივ სარჩელს განიხილავს

0
630

პარტიზანი მებაღეებისა და საიას ერთობლივ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს.   მოსარჩელეები მერიის იმ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას ითხოვენ, რომლითაც გარემოს დამცველებს რამდენიმე დღის წინ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ფარგლებში კარვების გაშლა აეკრძალათ.

“ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, რომ სასამართლო მართლაც ჩაინიშნა ორი დღის დაჩქარებული ვადით, იმიტომ, რომ გვქონდა ეჭვი, რომ გადაიდებოდა, რაც ძალიან სასიხარულოა და ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო კანონიერ განაჩენს გამოიტანს. ჩვენ ნამდვილად კანონიერად გვაქვს იქ კარვის დადგმის უფლება და ერთად ავაშენოთ კანონიერი სახელმწიფო. დაველოდოთ პასუხს, ჯერჯერობით პროგნოზებს ნუ გავაკეთებთ და იქიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. თუ კი არ მოგვცემენ უფლებას, ეს გასაჩივრება წავა უკვე სხვა ინსტანციებში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან  ერთად“ – განაცხადა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორის ნონა ქურდოვანიძის თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

“სავარაუდოდ, დღესვე მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ჩვენი მოლოდინია ის, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას იმიტომ, რომ აკრძალვა, რომელიც დააწესა მერიამ არის უკანონო“ – აღნიშნა ქურდოვანიძემ

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here