ჩინეთში ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო

0
557

ჩინეთში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. „ბიბისი“-ს ინფორმაციით, მოლაპარაკების ძირითადი თემა უცნობია. ობამასა და პუტინის შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე იური უშაკოვიც ესწრებიან.

სამიტის ფარგლებში ლავროვი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის უკვე შეხვედრა.

თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების შეხვედრის შესახებ ცნობილი გუშინ საღამოს გახდა. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემა სირიაში საბრძოლო მოქმედებების კოორდინაცია იქნებოდა, თუმცა მხარეები აღნიშნულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

სამიტის ფარგლებში ობამა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here