არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდებიან

0
503

არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდებიან.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი იქნება  დემოკრატიული ინსტიტუტების როლზე, მედია-გარემოსა და წინასაარჩევნო გარემოზე.

”შეხვედრაზე საუბარი იქნება იმაზე, როგორია ქვეყნის მართვის სისტემა, როგორია თითოეული დემოკრატიული ინსტიტუტის როლი, მეორე საკითხი, რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ არის მედია-გარემო და ის გამოწვევები, რომელიც ჩვენ მედიაში გვაქვს. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ წინასაარჩევნო გარემოზე, იმაზე თუ რამდენად აქვთ პოლიტიკურ პარტიებს საშუალება, რომ მშვიდ გარემოში წარმართონ კამპანია”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

როგორც გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი საკითხი იქნება რუსული პროპაგანდა.

”მთავარი პრიორიტეტი ცხადია რუსული პროპაგანდაა, მითუმეტეს, გამოქვეყნებული გვაქვს საკმაოდ კომპლექსური კვლევა, თუ როგორ მოქმედებენ რუსული ძალები საქართველოში და ეს არ არის მხოლოდ პროპაგანდა. ეს არის მრავალმხრივი მუშაობა, მუშაობა პარტიებთან სამოქალაქო საზოგადოებასთან, მუშაობა მედიასთან”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here