საფრანგეთის პოლიციამ 15 წლის მოზარდი ტერორიზმის ბრალდებით დააკავა

0
545

საფრანგეთის უშიშროების სამსახურმა არასრულწლოვანი დააკავა, რომელიც ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულმა პირმა საკუთარი თავი წარმოადგინა, როგორც ტერაქტის შემსრულებელი და აღიარა, რომ კავშირი ჰქონდა ფრანგ ჯიჰადისტ რაშიდ კასიმთან.

29 წლის რაშიდ კასიმი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ახალგაზრდების გადაბირებით არის ცნობილი.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ ერთი კვირის განმავლობაში 15-16 წლის სამი მოზარდი დააკავა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here