გაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით სხდომას გამართავს

0
7751

ხვალ გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ს მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსის შესახებ საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვეს უშიშროების საბჭოს წევრებმა: ბოლივიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ეგვიპტემ, იტალიამ, სენეგალმა, ურუგვაიმ, საფრანგეთმა და შვედეთმა.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

1 კომენტარი

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here