დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

0
5944

აშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც საგანგებო განცხადებაში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
„მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე. „იერუსალიმი იყო და უნდა დარჩეს ის ადგილი, სადაც ებრაელები გოდების კედელთან, მუსლიმები „ალ-აქსას“ მეჩეთთან, ხოლო ქრისტიანები ქრისტეს საფლავის ტაძარში ლოცულობენ. მაგრამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ეს ფაქტია და ის უნდა ვაღიაროთ, რასაც მე ვაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა 1995 წელს მიიღო. თუმცა ამ ქალაქის სადავო სტატუსის გამო, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ექვს თვეში ერთხელ ხელს აწერდა დოკუმენტს, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.

1 კომენტარი

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here