შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თავის სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმი ჩაატარა

0
78897

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 28 ნოემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტს 40-ზე მეტი კომპანია ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მოწვეული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მიმართა. უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმარების სამსახურის უფროსმა კი გასული წლის სოციალური აქტივობები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ფორუმზე თითოეულ სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კომპანიის სტენდთან გაცნობოდნენ საქმიანობას, არსებულ ვაკანსიებს და წარედგინათ საკუთარი კანდიდატურა. ბევრ ორგანიზაციას უკვე აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობის პრაქტიკა, ზოგიერთი პირველად იყო, თუმცა მზად არიან გაეცნონ და დაასაქმონ საინტერესო და მოტივირებული ახალგაზრდები.
დასაქმების ფორუმი 2000 წლიდან იმართება და პროექტში არაერთი სტუდენტია ჩართული.

Quentinneild için bir cevap yazın გაუქმება

Please enter your comment!
Please enter your name here