წითელას აცრა ყველასთვის უფასო იქნება

0
94

წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.

აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here