31 იანვარს სარფის საბაჟო შეფერხებით იმუშავებს

0
129

31 იანვარს სარფის საბაჟო შეფერხებით იმუშავებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამის მიზეზი ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნაა.

„საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილზე, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება.

თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here