მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

0
236

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here