პარლამენტში დღეს განათლების მინისტრს მოუსმენენ

0
149

პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ. მიხეილ ბატიაშვილი 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.

მინისტრი როგორც სესიას, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომას დაესწრება.

ის ისაუბრებს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ფრაქციებს საშუალება ექნებათ მიხეილ ბატიაშვილს შეკითხვები დაუსვან.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ მინისტრთან დაანონსებულ რეფორმებსა და სამეგრელოს ინცინდენტთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე შეკითხვები ექნებათ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here