მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

0
174

მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე – „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება – დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

შეზღუდვა იმოქმედებს, ასევე, 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here