ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტოს

0
141

ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტი მოუწოდებს ბრიუსელს, შეწყვიტოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. დოკუმენტი სარეკომენდაციოა და მას იურიდიული ძალა არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის წევრი კატი პირი ავრცელებს, რომელიც ანგარიშის ავტორია.

“ევროპარლამენტმა დაამტკიცა ჩემი ანგარიში თურქეთის შესახებ, რითაც ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ოფიციალურად შეწყვიტონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და თურქ დემოკრატებს სოლიდარობა გამოუცხადონ”, – წერს ევროდეპუტატი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

ევროპელი კანონმდებლის თქმით, ამ მოწოდების მიზეზი თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია. ანგარიშის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ თურქეთის ხელისუფლება არადემოკრატიული მმართველობის ფორმებს მიმართავს, ქვეყანაში კი სულ უფრო და უფრო ხშრად ირღვევა ადამიანის უფლებები, სამოქალაქო თავისუფლება და ხდება ზეწოლა სასამართლო სისტემაზე. ასევე, გადაუწყევეტელია დავები კვიპროსთან და სხვა მეზობლებთან.

ბრიუსელმა ანკარასთან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეაჩერა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here