გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
144

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 მარტს თბილისის ნაწილსს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

თელასის ინფორმაცით, შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრვ), წყაროთუბნის, მწვანე, ხევისპირის, კალოუბნის, მუხის, იაკობის და ჯაბიძის ქუჩების მცხოვრებლებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” კომპანია თელასიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბოჭორიშვილის, ოჟიოს, მიროტაძის, კოდორის, აფაქიძის, ფიზკულტურის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ფიროსმანის, სააკაძის, პეტრიწის, წურწუმიას, ფროსეს, გიორგი მაჩაბელის, ქვილითაიას, თურაშაულის და გურჯიევის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ღვინის აღმართის, ურბნისის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და დუტუ მეგრელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, გოგოლაურის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში”.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here