ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

0
150

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ი.ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here