კონორ მაკგრეგორმა საბრძოლო კარიერა დაასრულა

0
149

შერეული ორთაბრძოლის ირლანდიელმა სპორტსმენმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) კარიერას ასრულებს. ამის შესახებ მან Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

“ჰეი ხალხო, სწრაფი განცხადება, გადავწყვიტე წავიდე სპორტიდან, რომელიც დღეს “შერეული საბრძოლო ხელოვნების” სახელითაა ცნობილი. მინდა ჩემს ყველა ყოფილ კოლეგას წარმატება ვუსურვო. ახლა ჩემს ყოფილ პარტნიორებს შევუერთდები, რომლებმაც კარიერა უკვე დაასრულეს”, – წერს მაკგრეგორი.

30 წლის მაკგრეგორმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა რუს ხაბიბ ნურმაგომედოვთან 2018 წლის დეკემბერში გამართა და დამარცხდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here