უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის პირობების შექმნა კანონით დაისჯება

0
155

საქართველოს პარლამენტმა უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. კანონპროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.

კანონპროექტის მიხედვით, პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა, ან პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების, ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

“კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით (3442 მუხლის პირველი ნაწილით) დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება.

ამ ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს ამ დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.

დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით”, – წერია პროექტში.

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, პროექტში ნათქვამია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ათმაგ ოდენობას, იურიდიული პირი კი დაისჯება ლიკვიდაციით, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ჯარიმით.

კანონპროექტის ამოქმედება კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს იგეგმება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here