პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-60 ადგილზეა

0
142

საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2019 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 1 ქულით გაუმჯობესდა და 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა.

როგორც ორგანიზაციის წლევანდელ ანგარიშში წერია, საქართველოს მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა – ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებული.

„ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა გააუმჯობესეს სიტუაცია მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით, თუმცა მედიასაშუალებების მფლობელები მაინც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე, „რუსთავი2“-ის სასამართლო დავასა და აფგან მუხტარლის გატაცების საქმეზე.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა შემცირებულია, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მუქარების შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცების საქმის გამოძიებას ჯერ დამაჯერებელი შედეგები არ მოუტანია“, – წერია ანგარიშში.

პრესის თავისუფლების ინდექსის სათავეში არიან ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, შვეიცარია, ახალი ზელანდია, იამაიკა, ბელგია და კოსტა რიკა.

სომხეთი 28,98 ქულით 61-ე ადგილზე, აზერბაიჯანი 59,13 ქულით 166-ე ადგილზე, რუსეთი 50,31 ქულით 149-ე ადგილზე, თურქეთი 52.81 ქულით 157-ე ადგილზე.

ყველაზე უარესი შედეგი აჩვენეს ვიეტნამმა, ჩინეთმა, ერიტრეამ, ჩრდილოეთ კორეამ და თურქმენეთმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here