საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებში კი გაიზარდა

0
149

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მარტში, 1 155.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 196.0 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 502.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (17.8 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 698.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.9 პროცენტით ჩამორჩება.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 26.5 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 416.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 37.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა576.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 992.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტია, რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 13.8 პროცენტი იყო.

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (135.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (84.9 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (68.1 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა

საქართველოს მთლიან იმპორტში 67.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (316.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (221.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (191.7 მლნ. აშშ დოლარი).2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (373.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (327.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (272.5 მლნ. აშშ დოლარი).

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here