მამუკა ბახტაძე ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

0
171

ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ულოცავს.

„ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი 73.14%-ით ლიდერობს. მას გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here