უკრაინაში ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.14%-ით ლიდერობს

0
166

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი 73.14%-ით ლიდერობს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ 30 აპრილს გამოაცხადებს.

ამომრჩეველთა აქტივობა 62 პროცენტი იყო. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნებზე მასობრივი დარღვევები არ მომხდარა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 2.32% გაბათილებულია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here