ნათია თურნავამ ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი გააცნო

0
172

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო – ყაზახეთის ბიზნეს კავშირები, ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, საქართველოში ყაზახური ინვესტიციებისა გაზრდის და ყაზახეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობები.

შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენებმა გამოხატეს ინტერესი, ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში და ხელი შეუწყონ მის განვითარებას. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ქართულ-ყაზახური კავშირების კიდევ უფრო გამყარების პროცესში ყაზახეთში ქართული ბიზნეს დიასპორის აქტიურ ჩართულობაზე.

უწყების ინფორმაციით, საუბარი წარიმართა ყახაზეთში ქართული კულტურის ცენტრის ამოქმედების შესაძლებლობაზე, სადაც ადგილობრივი მომხმარებელი შეძლებს არა მხოლოდ გაეცნოს საქართველოს კულტურას, არამედ მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე, მათ შორის, ქართული ღვინის იმ სახეობებზე, რომლებიც ყაზახეთში ნაკლებადაა ცნობილი, ასევე სხვა სახის სასურსათო პროდუქციაზე.

ასევე ყურადღება გამახვილდა ყაზახეთში ქართული ბიზნეს დიასპორის ჩართულობის გაზრდაზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის, სამედიცინო ცენტრების, ტურისტული ობიექტებისა და სასტუმრო კომპლექსების მიმართულებით. ამ მხრივ, ბიზნესმენთა დიდი დაინტერესება გამოიწვია კანონმა „საჯარო კერძო პარტნიორობის შესახებ“, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here