მარტში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა

0
144

2019 წლის მარტში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6%-ი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 4,7%-ით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში, კლება კი –  მშენებლობის დარგში.

2019 წლის ბიუჯეტით ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი საქართველოში 4.5 პროცენტია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here