საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება

0
172

Check in Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა” 16 ივნისს 2019 წლის სეზონს Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის.

ამერიკული მუსიკალური ბენდი საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბენდს მთლიანობაში 76 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე – TKT.ge და Eventer.ge დაიწყება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-სთვის 6.5 მილიონი ლარის გამოყოფა დაევალა, რაც მიმდინარე წელს ღონისძიებების ჩატარებას მოხმარდება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here