მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთში 17 მედალი მოიპოვა

0
179

ბუქარესტში გამართულ Dumitru Pirvulescu & Vasile Iorga სახელობის ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 5 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდური ჩემპიონიც გახდა.

ჩემპიონები გახდნენ ფრიდონ აბულაძე (55 კგ); დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ); ოთარ აბულაძე (72 კგ); ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ).

ლერი აბულაძე (63 კგ), კოკა ღარიბაძე (97 კგ) და რობიზონ ესაძე (130 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ამავე ტურზე თავისუფალი სტილის ახალგაზრდულმა ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენების ანგრიშზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული ოთარ ბაგაური (70 კგ) გახდა.

თეიმურაზ ბერუაშვილმა (74 კგ) და ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), თორნიკე ქათამაძემ (61 კგ), გოგა მამიაურმა (74 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (86 კგ), დავით ქოჩქიანმა (92 კგ) და ვასილი ხვისტანმა (125 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here