ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფომ 48 ათასი ლარი გამოყო

0
179

ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფომ 48 ათასი ლარი გამოყო. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგრანტო საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ ხელშეკრულება გააფორმა. 

„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რათა ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ცენტრი „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს, რაც მასტიგმატიზებელი ნიშნებისაგან გათავისუფლებას და მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.

ტატუს მოშორების პროგრამით, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება, 123-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here