ჟან-კლოდ იუნკერი – საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა

0
206

მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა.

„ევროკავშირის საზღვრებს მიღმა საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ევროპული სკოლა გავხსენით. საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა“, – აცხადებს იუნკერი. 

„ჩვენ მოვახერხეთ ამ სკოლაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ექვსივე ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრების შეკრება, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ. ეს საპილოტე პროექტია და უკვე მიმდინარეობს საუბარი სხვა ქვეყნებშიც სკოლების გახსნაზე, მათ შორის უკრაინაშიც. ეს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია. 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო საუბარი იმ შედეგებზე, რაც დღეს პარტნირებთან ერთად გვაქვს“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here