შუალედურ არჩევნებზე დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს

0
84

მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

„დღეს შალვას მშობლიურ ეზოში კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, მთაწმინდის ამომრჩეველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მე მოსახლეობას ვუთხარი, რომ შალვას არჩევა კი არა, პარლამენტიდან შალვას გამოშვებაა არასწორი. მას უნდა მივუსაჯოთ პარლამენტის წევრობა, ის სჭირდება ქვეყანასა და პარლამენტს. სწორედ შალვასნაირი ადამიანები არიან საჭირო საკანონმდებლო ორგანოში, რადგან მისი ზნეობრივი, მორალური, პროფესიული ადამიანური თვისებების ერთიანობა იძლევა პარლამენტის პრაქტიკულად იდეალური წევრის სახეს. მე ეს ვნახე პარლამენტში და ვიცი, რა ფასი აქვს შალვა შავგულიძეს ქვეყნისთვის. გარდა ამისა, არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება და მნიშვნელოვანია, დაიწყოს ცვლილებები სწორედ ასეთი ადამიანების წარმატებით, რომლებიც მოტივირებულნი არიან საქმეზე და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here