ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

0
193

ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო. მას უკრაინის სახელმწიფო რადაში გამართული ინაუგურაციის ცერემონიის დროს, ხელისუფლების სიმბოლოები, მათ შორის სამკერდე ნიშანი და ბეჭედი გადაეცა.

ზელენსკიმ თავის გამოსვლაში საზოგადოებას დაჰპირდა, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს.

ცერემონიას 50 -ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის ლატვიის, ლიეტუვის, საქართველოს, უნგრეთის და სხვა ქვეყნების. ამას გარდა, რადას სხდომათა დარბაზში ხუთი ქვეყნის პრეზიენტთანერთად იმყოფებიან უკრიანის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კრავჩუკი, ვიქტორ იუშენკო და პეტრო პოროშენკო.

21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here