დღეიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

0
247

დღეიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

შსს-ს ინფორმაციით, ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის. მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.

„ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ სააგენტოს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.

ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS, ან ელექტრონული ქვითარი)“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშა შესაძლებელი.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here