ცესკო – მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

0
123

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდაზე, თბილისის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მთაწმინდის ოლქში დათვლილია ყველა, 31-ვე საარჩევნო უბანი და აღნიშნული უბნების მონაცემების მიხედვით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ხმათა 41 პროცენტი (6036 ხმა) მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.83 პროცენტი (5422). ​

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა ერთ პროცენტზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო – 4.76%, ლევან იოსელიანი – 6.55%, კობა დავითაშვილი – 2.91%, სოფიო ხორგუანი – 2.64%, გრიგოლ გეგელია – 3.14%.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here