ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, მერის შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ

0
190

ცესკო-ს წინასწარი პირველადი მონაცემებით, მერის შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში – ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა.

უფრო კონკრეტულად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ყველა – 107 უბნის მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18 პროცენტი, ხოლო “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84 პროცენტი მიიღო. რაოდენობრივად კი მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი შენგელია 30 470, სანდრა რულოვსი – 24 095. მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები ოიპოვეს.

მარნეულის საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტიის კანდიდატ ზაურ დარგალს ხმათა 79.6 პროცენტი აქვს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ აკმამედ იმამკულიევს 7.54 პროცენტი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ აგილ მუსტაფაევს 11.49 პროცენტი.

მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ლიდერობს ზესტაფონშიც. გოგლიჩიძეს  ხმათა 50.75 პროცენტი ერგო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელსაც 34.26 პროცენტი აქვს. ანზორ ნებიერიძემ 2.62 პროცენტი, გიორგი წულაიამ 5.81 პროცენტი, ხოლო ვახტანგ რობაქიძემ 5.07 პროცენტი მიიღეს.

ჭიათურის საარჩევნო ოლქში მერის რიგგარეშე არჩევნებზე პირველ ადგილს ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 64.58 პროცენტით იკავებს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზურაბ კუპატაძემ – 17,99 პროცენტი მიიღო. კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დავით ჭუმბურიძემ  კი 15,26 პროცენტი დააგროვა.

ხულოს მუნიციპალიტეტში წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ გაიმარჯვა ხმათა 70 პროცენტით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ კი 27.7 პროცენტი მიიღო.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here