საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს

0
178

საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

2019 წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურეობების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და ჯამში 74%-ი შეადგინა. გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლების ზრდამ 3% შეადგინა, რაც იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის 12%-იანმა ზრდამ განაპირობა. შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა, როგორც მობილურ ხმოვან, ასევე მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზეც.

კომისიის ცნობით, ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 80 ათასით მეტმა აბონენტმა მიიღო. ფიქსირებული ფართო ზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ჯამური შემოსავალი 16%-ით გაიზარდა. ჯამური შემოსავლების 30% კი იურიდიული პირი აბონენტებისგანაა მიღებული.

კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იზრდება მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო შემოსავალიც. კერძოდ,   2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და 26.8 მლნ ლარს შეადგინა. აბონენტების რაოდენობა კი 13% -ით და 709 ათასი გახდა.

„რაც შეეხება IPTV ტექნოლოგიას,  2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით IPTV ტექნოლოგიის საცალო შემოსავალი 35%-ით, ხოლო აბონენტების რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.

ელექტრონული კომუნიკაციების 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ანალიტიკურ პორტალზე – www.analytics.gncc.ge“, – აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here