30 მაისს Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

0
183

30 მაისს სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. ცერემონიალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კორეის რესპუბლიკასთან. უკვე მეორე წელია “Korean Air” სეულიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ასრულებს. შარშან სეულიდან თბილისის მიმართლებით 3 პირდაპირი ფრენა განხორციელდა და 557-მა მგზავრმა ისარგებლა. წელს ჩარტერების რაოდენობა ორმაგდება. პირველი რეისი სეულიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, 30 მაისს შესრულდება. 27 ივნისის ჩათვლით კი სულ კორეის დედაქალაქიდან საქართველოს მიმართულებით 6 ფრენა განხორციელდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქვეყნის მიმართ ინტერესი იზრდება. 2018 წელს სამხრეთ კორეიდან საქართველოში 13278 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here